მილიარდი წუთნახევარში: ინტერნეტ–მაღაზიამ Alibaba გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა

  • M2B
  • 12 ნოემბერი 12:44, 2018 წელი

ჩინურმა ინტერნეტ–მაღაზიამ Alibaba კვირას, კომპანიისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო დღეს, რომელსაც „უცოლოების დღედ“ მოიხსენიებენ, გაყიდვების მორიგი რეკორდი დაამყარა.

დღის ვაჭრობის პირველი 85 წემის განმავლობაში კომპანიამ $1 მლრდ გამოიმუშავა, ხოლო ამ ზეიმის პირველი სავაჭრო საათის მიწურულს Alibaba–ს შემოსავალმა თითქმის $10 მლრდ შეადგინა.


აქციის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე Alibaba–მ 2017 წლის რეკორდი მოხსნა, რომელიც $25,3 მლრდ–ს შეადგენდა.


მთლიანობაში, „უცოლოების დღეს“ მომხმარებლებმა $30,8 მლრდ დახარჯეს, რაც 27%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიური დღის მაჩვენებელს.


კომპანია, მის მიერვე დაწესებული „უცოლოების დღეს“ ფასდაკლებებს 2009 წლიდან აწესებს.

სრული ვერსიის ნახვა M2B