ჩინური ახალი ამბების სააგენტომ რობოტი ტელეწამყვანები წარადგინა

  • ალია
  • 12 ნოემბერი 11:35, 2018 წელი

ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua-მ მაყურებელს რობოტი ტელეწამყვანები წარუდგინა.

სააგენტო ამბობს, რომ ისინიაუდიტორიას ამბებს “დაუღალავად”, ყოველდღე და ქვეყნის ნებისმიერიწერტილიდან მიაწვდიან.


“გარდიანის” ცნობით, ახალ სახეებს შორისაა Xinhua-ს ახალი ამბების წამყვანის, ქიუ ჰაოს გარობოტებული ვერსია, ჰალსტუხით და პიჯაკით, რომელიც სახის მიმიკებსაც იცვლის.


“მე არამხოლოდ მოგემსახურებით დღეში 24 საათით და წელიწადში 365 დღე… შემიძლია, დაუსრულებლადვიცვალო ადგილები იმისათვის, რომ ახალი ამბები მოგაწოდოთ”, – ამბობს წამყვანი რობოტი.


სააგენტომ ასევე წარადგინა ინგლისურად მოსაუბრე რობოტი ტელეწამყვანი, რომელიც წინას მსგავსად, მედიასაშუალებაში რეალურად მომუშავე სხვა წამყვანის პროტოტიპია.


“მედიაინდუსტრიის განვითარება განგრძობადი ინოვაციებისა და საერთაშორისო ტექნოლოგიებშიინტეგრაციისაკენ გვიბიძგებს. მოხარული ვიქნები, თქვენამდე მოვიტანო ახალი ამბების ახალი გამოცდილება”, –აცხადებს ის საეთერო სტუდიიდან.


“გარდიანის” ცნობით, სააგენტო Xinhua-ს მიერ ჩინურ კომპანია Sogou-სთან ერთად შექმნილი რობოტიტელეწამყვანები სპეციალური მექანიზმების მეშვეობით ახორციელებენ ხმათა სიმულაციას, სახის მოძრაობებსა დაჟესტებს, რომლებიც რეალურ ტელეწაყმვანებს შეეფერებათ.


რობოტების ახალი მოდელების პრეზენტაცია ჩინეთის ყოველწლიურ მსოფლიო ინტერნეტ კონფერენციაზეგაიმართა.


მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში არაერთი მსსხვილი ტექნოლოგიური კომპანია მუშაობს, ქვეყანაში ინტერნეტსივრცე უდიდესი მასშტაბებით კონტროლდება. ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.


ნეტგაზეთი

წყარო: ალია