"ესენი ცოცხით შეკრული ადამიანები არიან" - არქიმანდრიტი ბართლომე გაერთიანებულ ოპოზიციაზე

  • რეზონანსი
  • 9 ნოემბერი 13:11, 2018 წელი

"არ მომეწონა რაც პირველ ტურში მოხდა და მივიჩნევ, რომ ეს იყო ძალიან ცუდი",- ამის შესახებ არქიმანდრიტმა ბართლომემ გადაცემა "იმედის LIVE"-ში განაცხადა. 

 

"არ მომეწონა რაც პირველ ტურში მოხდა და მივიჩნევ, რომ ეს იყო ძალიან ცუდი. მაგრამ ამაში სასარგებლოს ვხედავ. ყველა მუხლის ჩახრაში სადაც წამოდგომა შეიძლება სასარგებლოს ვხედავ, რადგან აქ პრობლემების დანახვა სხვა პრიზმაში მოხდა", - განაცხადა  არქიმანდრიტმა. 


"აქეთ მხარეს ჩვენ გვესმის სინანული ამის გამო, იქ გვესმის რევანში, აი მე რომ მოვალ 100 ათას კაცს გამოვიყვან და არეულობას მოვაწყობ.


"ახსენეთ, რომ შემოურიგდნენ პოლიტიკური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობას" და გაერთიანებულ ოპოზიციას, იცით როგორ არის? უხერხული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ესენი ცოცხით გაერთიანებული ხალხი არიან, თავიდანვე, ძირშივე. იცით როგორ არის? აი, როგორც ქართულ სიმღერაში "ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს". ალბათ იცით ცოცხი როგორ კარგად იკვრება, იმისთვის, რომ კარგად მოგავოს. ჩემთვის ესენი ცოცხით შეკრული ადამიანები არიან", - განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.

წყარო: რეზონანსი