შალვა თადუმაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

  • 8 ნოემბერი 19:10, 2018 წელი

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერს პიტერ დენისს შეხვდნენ.

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურისა და  ევროკავშირის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა და ღია და ეფექტიანი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მთავარმა პროკურორმა ევროკავშირის ელჩს პროკურატურის სამომავლო გეგმები გააცნო და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის დასასრულს შალვა თადუმაძემ და კარლ ჰარცელმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.