დემნა გვასალიას ახალი კოლექციის მაისურები 460 დოლარი ღირს

  • imedinews.ge
  • 8 ნოემბერი 18:27

Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მცირე ნაწილი რამდენიმე დღის წინ გაყიდვაში ჩაეშვა.

 პირველი ნაკადი მოიცავს მაისურებს წარწერით  საქართველო / Georgia შავ, თეთრ და ცისარტყელას ფერებში. ინფორმაციას ამის შესახებ fashionholicsonline ავრცელებს. 


მაისურების ღირებულება 460 დოლარია. 


1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge