მთავარი პროკურორი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

  • 8 ნოემბერი 17:36, 2018 წელი

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე  მხარეებმა  პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის  და საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს.


დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის, უწყების პრიორიტეტების, პროკურატურის განვითარების სტრატეგიის და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრაზე  ასევე  სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების  მნიშვნელობაზე ისაუბრეს.