სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“

  • 8 ნოემბერი 17:05

პარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ,საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქაცარავას თქმით,  საქართველოს დიდ ბრიტანეთთან განსაკუთრებით ახლო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც გამოიხატება მათი მხრიდან სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერაში საქართველოს მიმართ. 


"ამ ურთიერთობებს ამყარებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც არის ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი. დიალოგში ჩართულია  როგორც საკანონმდებლო, ასევეაღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყენებს ფორმატის მნიშვნელობას. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს. მათ განსაკუთრებით დიდიწვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ კონტექსტში. ისინი კარგად აცნობიერებენ საქართველოში არსებულ ვითარებას. ალბათ ყველადამეთანხმება, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაღალ დონეზე წარმოჩენაში დიდი ბრიტანეთს როლი ფასდაუდებელია.  ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურადგამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“ და ამისთვის მზად ვართ ყველა საჭირო ნაბიჯისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლოთანამშრომლობა პოსტ-ბრექსიტის პერიოდში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


თბილისში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრა, მიმდინარეობს.


„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის,  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ  ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.