ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018“-ის ფინალშია

  • fortuna.ge
  • 8 ნოემბერი 16:35

ნინი შერმადინი „მისის პლანეტა 2018-ის მონაწილე გახლავთ.

სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება. ნინიმ, როგორც მისი მეგობარი, ეკა მგალობლიშვილი წერს, ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ფინალურ ტურში გადაინაცვლა, რომელიც დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.


ეკა წერს:


„ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა, როდესაც ქართველი კონკურსანტი წარდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე“.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge