1837 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაიბადა

  • facebook.com
  • 8 ნოემბერი 14:43

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოსა და დოკუმენტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივშია დაცული.


ილია ჭავჭავაძე სტუდენტობისას, სანკ-პეტერბურგი, 1860 წელი



ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი საგურამოში. 1890-იანი წლები.



ილია ჭავჭავაძე ბანქოს თამაშის დროს. მის მოპირდაპირედ ზის დავით მელიქიშვილი. 1903 წელი.



მოსაწვევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1879 წლის 15 მაისის საზოგადო კრებაზე. ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებლები - დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე.



„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის წერილი სტეფანე ზუბალაშვილს:


„წერა-კითხვის საზოგადოებამ თავის კრებაზე ამა მაისის 15 დღესა დიდის აღტაცებით მოისმინა რა გამგეობის მოხსენება თქვენის უხვის შემოწირულობის შესახებ „საზოგადოების“ არსებობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ერთხმად ამოგირჩიათ თავის საპატიო წევრად და დაადგინა, მოგხსენდეთ უღრმესი მადლობა „საზოგადოებისა“.


გამგეობა სასიამოვნო მოვალეობას სთვლის გაცნობოთ ზემოხსნებული დადგენილება „საზოგადოებისა“.
26 მაისი, 1904 წელი.



 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com