კალიფორნიაში ბარში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები

  • pia.ge
  • 8 ნოემბერი 12:43, 2018 წელი

კალიფორნიის შტატის, ქალაქ თაუზენდ-ოკსში დაუდგენელმა პირმა ერთ-ერთ ბარში ცეცხლი გახსნა.

 

ინფორმაციას Los Angeles Times ავრცელებს.


სამართალდამცველების ინფორმაციით, სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.


თვითმხილველების თქმით, სულ მცირე 30 გასროლის ხმა იყო.


თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge