თიკა ჯამბურია დათო იმედაშვილზე: ,,ასეთი კაცუნიების გამო მინდება, მაგრად ვჩხუბობდე”

  • რეზონანსი
  • 8 ნოემბერი 11:55, 2018 წელი

საპრეზიდენტო კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა დაპირისპირება მეორე ტურის წინ პიკს აღწევს.

ერთმანეთს მასმედიის სხვადასხვა საშუალებებიდან თუ სოციალური ქსელებიდან სალანძღავი სიტყვებით მიმართავენ.


ორი დღის წინ მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ტელეპროდიუსერ დათო იმედაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა: ,,ასეთი კაცუნიების ნიადაგზე ხანდახან მართლა მინდება, რომ კაცი ვიყო და მაგრად ვჩხუბობდე".


ჯამბურიას პოსტს დათო იმედაშვილმა ასე უპასუხა: ,,კლიპში ძალით თუ გადაიღეს, თქვას და მივეხმარებით".

წყარო: რეზონანსი