ინდონეზიური ავიაკომპანიის Lion Air-ის თვითმფრინავი ბოძს შეეჯახა

  • pia.ge
  • 8 ნოემბერი 11:37, 2018 წელი

ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვიმფრინავი Boeing 737-900 ER -ი, სუმატრას აეროპორტში ბოძს შეეჯახა.

The Star-ის ინფორმაციით, მომხდარის გამო ლაინერის რეისი გაუქმდა.


წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები და მგზავრები არ დაშავებულან.


ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ დისპეტჩერების მიერ პილოტისთვის მიცემული არასწორი მითითებები გახდა.


მომხდარის გამოძიება დაწყებულია.


29 ოქოტმბერს Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 MAX აფრენიდან 10 წუთში ზღვაში ჩავარდა.


ბორტზე მყოფი 189-ვე ადამიანი დაიღუპა.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge