ვინ იყო ქორწილში მიმავალი 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც საშინელ ავტოავარიას ემსხვერპლა

  • ქრონიკა
  • 8 ნოემბერი 11:23, 2018 წელი

თერჯოლის გადასახვევთან, 6 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 24 წლის სოსო ჯალიაშვილი გარდაიცვალა.

ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ.დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.


სოსო ჯალიაშვილი დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო  მოთავსებული. დანარჩენი 5 დაშავებული ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში 


ჯერაც რჩებიან.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



 

წყარო: ქრონიკა