საქართველოში შიდსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

  • pia.ge
  • 7 ნოემბერი 13:26

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  

2017 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით 540 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 

სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486 კაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.

30 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4468 (3949  + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

40,2 % (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46,2 % (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11,0 % (804) - კაცები, რომელთაც სექსი აქვთ კაცთან(მსმ); 1,4 % (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0,5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0,7 %  (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი - 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351;  2009 წელს - 385; 2010 წელს - 455,  2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631.

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017  წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი,  2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.

2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 კაცია, 24 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა.  27   გარდაიცვალა. 3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

 

     

      

 

 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge