"მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი" - ზუზუს დედა ექსპერტიზის დასკვნაზე

  • რეზონანსი
  • 7 ნოემბერი 11:50, 2018 წელი

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცავლა.

მისი ცხედარი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში იპოვეს. მსახიობის დედამ ციალა ბეჟაშვილმა „სარკესთან“ ისაუბრა მისი შვილის გარდაცვალების მიზეზზე.


"მითხრეს, თუ გინდათ, ნუ იტყვითო, მაგრამ რა მაქვს დასამალი?! ფსიქოტროპულ წამალს რომ სვამდა, არაფრით შეიძლებოდა , ამ დროს სასმელ დაელია. დილით წამალს სვამდა, საღამოს სასმელს. სულ ვეუბნებოდი, არ შეიძლება და ნუ სვამ-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო", - აღნიშნა ციალა ბეჟაშვილმა.

წყარო: რეზონანსი