"ზამთრის ტურისტულ სეზონზე მასობრივი გაძვირება გარდაუვალია"

  • რეზონანსი
  • 7 ნოემბერი 11:29, 2018 წელი

წელს ზამთრის კურორტებზე მომსახურება გაძვირდება. ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რამდენი ლარით მოიმატებს პაკეტების ფასი, თუმცა მოსალოდნელ ცვლილებაზე სასტუმროების მფლობელები უკვე ალაპარაკდნენ.

გაძვირდება როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროების მომსახურება. მიზეზად კი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, პირველი რიგში, ლარის გაუფასურებას ასახლებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბუნებრივი აირიც მალე გაძვირდება, მომსახურების ფასის გასაზრდელად ყველა პირობაა შექმნილი.


 

წყარო: რეზონანსი