ზურა ნიჟარაძე ცოლს გაშორდა ?

  • თბილისელები
  • 6 ნოემბერი 18:38, 2018 წელი

თბილისში ჭორი დადის თითქოს მსახიობი ზურაბ ნიჟარძე ცოლს გაშორდა. ინფორმაციას ჟურნალ  "თბილისელებთან" მსახიობი უარყოფს. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– ბოლო დროს საქორწინო თითზე ბეჭედს არ ატარებ. მეორე ნახევრის გვერდით არსად ჩნდები, ჭორი დადის, თითქოს ცოლს გაშორდი და მართალია?


– ღმერთმა დამიფაროს, ცოლს გავშორდე. საქორწინო ბეჭედი, მხოლოდ ქორწილში მეკეტა და მერე მოვიხსენი. ზოგადად, არ მიყვარს ბეჭდის ტარება, ვერ ვიგუე. საათები – კი ბატონო. ცოლთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე რომ არ იყოს, ჩემ გვერდით არ იქნება. უბრალოდ, არ უყვარს ჩემს ცოლს საზოგადოებაში გამოჩენა და მეც ვმალავ (იცინის).


– რთულია შენი ცოლობა? რომანტიკული ხარ?


– ჩემი ცოლობა საერთოდ არ არის რთული. მეოჯახე ვარ, იუმორიც მიყვარს და ჩახუტებაც. 37 წლის ვარ და არა მარტო პირადში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა და მიმაჩნია, რომ იღბლიანი ბიჭი ვარ. რაც შეეხება რომანტიკას, ადრე ვიყავი, ამ ბოლო დროს უფრო რეალისტი გავხდი.

წყარო: თბილისელები