"ზოგი მეუბნება, შენი ნახატები რაში მჭირდება, გადი აქედანო" - 10 წლის ნიკოლოზის უმძიმესი ისტორია

  • რეზონანსი
  • 6 ნოემბერი 12:45, 2018 წელი

ჟურნალისტი სესილი ბოკერია სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას და ფოტოს აქვეყნებს:

"გაიცანით 10 წლის ნიკოლოზი. ჩემი დღის გმირი.


ვსხედვართ ჟურნალისტები გლდანის ციხეებთან, მორიგი გადაღებაა და ადვოკატის მოლოდინში, მოდის პატარა ბიჭი თაბახის ფურცლებით. სირცხვილით ძლივს მოაბა ორ სიტყვას თავი და თავისი და-ძმების ხელით დახატული ნახატები შემოგვთავაზა, სანაცვლოთ ცოტა ხურდები მოგვთხოვა თუ გვინდოდა რა თქმა უნდა. ჰოდა რას მოვაყოლე, ეს ბიჭი 10 წლისაა, დედ-მამაც ჰყავს და კიდევ 2 ძმა და ერთი და. სკოლის მერე, ყოველ დღე ნიკოლოზი და მისი 7 წლის ძმა გლდანის ციხეებთან ნახატებს ყიდიან. ყოველ დღე 30 ლარი უნდა შეაგროვონ ბიჭებმა სკოლის მერე რომ სახლში საკვებით მივიდნენ. თანაც ზუსტად გაწერილი აქვთ ამ თანხით მათ და ძმებს და დედ-მამას ასულდგმულებენ.

წყარო: რეზონანსი