გორში მოკლული ბავშვის მამა: "უმძიმესი კადრებია, ვერ ვნახე, არ შემეძლო"

  • რეზონანსი
  • 6 ნოემბერი 10:55, 2018 წელი

გორში მოკლული ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებს საქმის მტკიცებულებები გააცნეს, სადაც ბრალდებულის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა.

ადვოკატის განცხადებით, კადრები უმძიმესია და არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ასახავს. მოკლული ბავშვის მამა, მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, რომ მასალის სიმძიმიდან გამომდინარე, ის მტკიცებულებებს ვერ გაეცნო. "უმძიმესი კადრებია, ვერ ვნახე, არ შემეძლო", - თქვა მან.


ადვოკატს საქმის მასალები სრულად გადაეცა. ნანა ბერიაშვილის ოჯახი ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.


8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა და მას გამოძიება არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებასაც ედავება.

წყარო: რეზონანსი