კამერუნში 80 ადამიანი გაიტაცეს, მათი უმრავლესობა ბავშვია

  • pia.ge
  • 6 ნოემბერი 10:24, 2018 წელი

კამერუნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბამენდას სკოლიდან დაუდგენელმა პირებმა 80 ადამიანი გაიტაცეს. გატაცებულთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა, წერს Reuters.

ადგილობრივი გაზეთის Journal du Cameroun-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გატაცებულთა შორის 78 მოსწავლეა და ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი.


სამძებრო სამუშაოებში მილიცია და ჯარის დანაყოფებია ჩართული.


ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას გატაცების უკან.


ადგილობრივები მომხდარში სეპარატისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ, თუმცა მათ პრესსამსახურში ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფენ.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge