იტალიაში კაცმა ფოსტის 5 თანამშრომელი მძევლად აიყვანა

  • pia.ge
  • 5 ნოემბერი 17:24, 2018 წელი

იტალიის ჩრდილოეთით, რეკო ემილიას კომუნაში 55 წლის ფრანჩესკო ამატომ ადგილობრივი ფოსტის განყოფილების 5 თანამშრომელი მძევლად აიყვანა. ხუთივე მათგანი ქალია.

La Stampa-ს ინფორმაციით, კაცს გასულ კვირას კალაბრიის მაფიასთან კავშირისთვის 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დანით შეიარაღებული კაცი საფოსტო განყოფილებაში შეძახილით  “ ყველას მოგკლავთ“ შეიჭრა. ამის შემდეგ მან ფოსტის 7 კლიენტი გაათავისუფლა, შემდეგ კიდევ ერთი თანამშრომელი.

ბოროტმოქმედი იტალიიის თავდაცვის მინისტრ ელიზაბეთ ტრენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან მატეო სალვინისთან შეხვედრას ითხოვს.

ამჟამად ფოსტის შენობა სამართალდამცველების მიერ არის გარშემორტყმული.

მედიის ინფორმაციით, მძევლების გასათავისუფლებლად პოლიციის სპციალური დანიშნულების რაზმის გამოყენება განიხილება.

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge