განქორწინება პოლიტიკური შეხედულებების გამო - დაშორება 29 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ

  • რეზონანსი
  • 5 ნოემბერი 10:28, 2018 წელი

29 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა მეუღლეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა ვერ აპატია.

თამარ დუმბაძის მეუღლემ facebook პოსტით გაიგო, რომ საკუთარი ცოლი კატეგორიულად გაემიჯნა. მეუღლეებს, შორის საჯარო დაპირისპირებას კი პოლიტიკური მიზეზი, უფრო კონკრეტულად, საპრეზიდენტო არჩევნები ჰქონდა.


თამარის მეუღლემ, ვლადიმერ ვადაჭკორიამ, რომელიც ოზურგეთის „რესპუბლიკური" პარტიის ხელმძღვანელია, საკუთარი პარტიის პოზიცია ასევე საჯაროდ გაიზიარა და განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს და არა სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ვლადიმერ ვადაჭკორია ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეუღლესთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო გადაწყვეტილებებმა დააშორა, არასწორია.


გაუგებრობის მიზეზად ვლადიმერ ვადაჭკორია არჩევნების გამო მეუღლის აღელვებას ასახელებს.


გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში კი ფიქრობენ, რომ ოჯახურ-პოლიტიკური გაურკვევლობა „ქართული ოცნების" პროვოცირებული იყო. შტაბის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ თამარ დუმბაძეზე ზეწოლა სწორედ მმართველმა პარტიამ მოახდინა.

წყარო: რეზონანსი