რას სთხოვს ზურა ხაჩიძე ბოლო დროს პოლიტიკურად გააქტიურებულ ნინი ქარსელაძეს

  • რეზონანსი
  • 2 ნოემბერი 15:13, 2018 წელი

ჯგუფის “ქუჩის ბიჭები” სოლისტი ზურა ხაჩიძე მომღერალ ნინი ქარსელაძეს მიმართავს:

"ვაფრენ შენზე და მენატრები ძალიან ნინი. მალე შემოგიერთდები. მანამდე მინდა გთხოვო, რომ არ მიაქციო ყურადღება ამ  ნეგატივის წალკოტს და შეურაცხყოფას. ეს ხო უსახური “ფეიკებია”, დაქირავებული კლავიატურის ვირთხები! მიყვარხარ და გკოცნი ბევრს სუფთა, სიყვარულით სავსე გულში. "რაც არ გვკლავს გვაძლიერებს”, "ესეც გაივლის”, “მტერსა რათ უნდა” და ასე შემდეგ…


ნინი კი ჩემი გოგოა და რასაც აკეთებს მე ხო ვიცი მისი გული, მისი სისუფთავე, ერთგულება და სიყვარული მისი ქვეყნის მიმართ. ნინის არაფერი აკლია ისე ცნობისთვის და წავიდოდა ნებისმიერი მიმართულებით. გფარავდეს წმინდა ნინო", – წერს ზურა ხაჩიძე.

წყარო: რეზონანსი