"მიხეილ სააკაშვილმა პირადად მომიბოდიშა, ეს იყო სერიოზული ნაბიჯი მისგან"

  • რეზონანსი
  • 2 ნოემბერი 13:40, 2018 წელი

2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებების შემდეგ, ლევან ბერძენიშვილი გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზეზებს განმარტავს.

საუბარია 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაზე, სადაც ლევან ბერძენიშვილს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ბრალი რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში დასდო და სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა.


ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ამ საკითხზე უკვე ესაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, პირადად მოისმინა მიხეილ სააკაშვილის ბოდიში და მიიღო მობოდიშება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის საელჩოსთან და რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.


„მე შემიძლია გითხრათ, რომ თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც არანაირი ფარული არ იყო, იყო ღია საუბარი გამოვდივართ თუ არა „ესენგედან".


ბრალი დამდეს, დიახ. მე ამიტომ მივმართე ბატონ გრიგოლ ვაშაძე ფეისბუქით, გავერკვიეთ ამ საკითხში, რაც დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია ეს საკითხი სწორად. მე ვფიქრობ არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილია თუ ახლანდელი, მივიდეს სპეციალურად კაცთან და მოუხადოს ბოდიში და მე ამას ვთვლი, რომ სერიოზული ნაბიჯი იყო მისგან "-ამბობს ბერძენიშვილი.

წყარო: რეზონანსი