ამსტერდამში სექს–მუშაკებს გადასახლება შესთავაზეს

  • M2B
  • 1 ნოემბერი 23:32, 2018 წელი

ამსტერდამის "წითელი ფარნების კვარტლის" სექს–მუშაკებს ქალაქის სხვა რაიონებში გადასვლა შესთავაზეს იმ მიზეზით, რომ მათ მუშაობაში ტურისტებმა ხელი ვეღარ შეუშალონ.

ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა Dutch News წერს.


„წითელი ფარნების კვარტლის“ ალტერნატივად შეიძლება გაიხსნას სასტუმროს სახის ბორდელი: ფულის შესანახი სეიფებითა და უსაფრთხოების კამერებით აღჭურვილი ნომრებით“, – ასეთი ინიციატივით ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიის GroenLinks საბჭოს წევრი ფამკე როუსმა გამოვიდა.


„ეს მეძავებს საშუალებას მისცემს, ისეთი ადგილებისაგან მოშორებით იმუშაონ, სადაც ფანჯრების ქვეშ ფოტოაპარატებით აღჭურვილი ტურისტების მთელი ბრბო იკრიბება. „წითელი ფარნების კვარტალი“ სექს–ინდუსტრიისთვის იდეალური ადგილი უკვე აღარ არის“, – მხარს უჭერს იდეას მემარცხენე–ლიბერალური პოლიტიკური პარტიის D66 მრჩეველი ალეკსანდრ ჰამელბურგი.

სრული ვერსიის ნახვა M2B