"იმედი" ორმა ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ და ქეთი ბრაჭულმა დატოვა

  • რეზონანსი
  • 1 ნოემბერი 19:32, 2018 წელი

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად, ტელეკომპანია "იმედი" ორმა ჟურნალისტმა, ქეთი ბრაჭულმა და მართა არდაშელიამ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ "პირველი რადიო" ავრელებს.

ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ არხის დატოვების მიზეზი ტელეკომპანიის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც არხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.


"ტელეკომპანია „იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ „იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამი იყო განცხადებაში.

წყარო: რეზონანსი