რა არ უთხრათ ქალს არასოდეს

  • თბილისელები
  • 31 ოქტომბერი 16:58, 2018 წელი

მამაკაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ საპირისპირო სქესის გულის ნადებს ხვდებიან, მაგრამ მათ უმრავლესობას ძალიან ეშლება ქალებთან ურთიერთობა.

სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. საქმე ისაა, რომ ქალებს უადგილოდ ნათქვამი კომპლიმენტიც კი არ მოსწონთ, უფრო მეტიც, ხშირად ის შეურაცხყოფადაც აღიქმება.
მაგალითად:


* გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა ქალის გარეგნობას, ინტელექტს, განათლებას ეხებით;


* არასოდეს დაუთვალოთ ქალს კალორიები და ნუ დაიწყებთ მისი კვების რაციონის გაკონტროლებას, ნურც ეტყვით, რომ წონაში მოიმატა. თუნდაც ამით მისი წახალისება გინდოდეთ;


* ნუ გააკეთებთ მისი საუბრის იმიტირებას, ნუ დასცინებთ – მნიშვნელოვანია საუბრისას ყურადღება მიაქციოთ იმას, რაზეც გესაუბრებათ. საუბრის იმიტირება და დაცინვა ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება, ქალს გაუკეთოთ და ძალიან დამამცირებელია;


* ნუ ეტყვით მას, რომ მაკიაჟი სჭირდება იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს – მაკიაჟი არ არის წარმატების გასაღები და მას სულაც არ სჭირდება, სხვები ფიქრობდნენ, რომ ის ასე უფრო მიმზიდველია. ზოგიერთ ქალს ურჩევნია, საერთოდ არ ჰქონდეს მაკიაჟი და ამ დროს თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს.


იცით, რა არ უნდა ჰკითხოთ ქალს? წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ:


* ვინ დაგეხმარა, რომ ასეთი გამხდარიყავი? ქალისთვის დიდი იმედგაცრუებაა, როცა მისი წარმატების მახასიათებლებს გარეშე ფაქტორებს უკავშირებენ. შესაძლოა, ქალმა წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია, ის სრულიად დამოუკიდებელია. ქალის წარმატება სხვებს არ დაუკავშიროთ;


* რატომ არის მარტო, რატომ არ ჰყავს შვილები ან რატომ გათხოვდა ასე ადრე, ჯერ ერთი, რომ არაკორექტულია. მეორეც – ეს თქვენი საქმე არ არის. მსგავსი კითხვების ადრესატი თავს ყოველთვის არაკომფორტულად იგრძნობს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:


* თუ მარტოხელა ქალმა გასეირნება გთხოვათ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მას თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა სურს;


* ნუ ასწავლით ქალს, ნუ დაარიგებთ ჭკუას, ქალმა ყოველთვის მშვენივრად იცის რა უნდა გააკეთოს, რა არა;


* არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ქალებს და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ.

წყარო: თბილისელები