გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონა დაკრძალეს

  • რეზონანსი
  • 30 ოქტომბერი 17:11, 2018 წელი

გორში, სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონა დღეს დაკრძალეს.

წმინდაწყალზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.


დღეს სამძიმარზე ბავშვის ოჯახში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მოადგილე ეკა სუხიშვილი მივიდნენ.


რომ 8 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა, ბავშვი ცეკვის წრეზე წავიდა, თუმცა იქ არ მისულა. ძებნის შემდეგ, პოლიციამ დაღუპული მდინარე ლიახვის სანაპიროზე იპოვა.


ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძე. ის უკვე დაკავებულია.


 

წყარო: რეზონანსი