„როგორც ჩემი შვილი ჰყავდა მიჩვეული, ეს გოგონაც ეგრე მიიჩვია” - ნანა ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ

  • რეზონანსი
  • 30 ოქტომბერი 10:26, 2018 წელი

სასტიკად მოკლულ 9 წლის ნანა ბერიაშვილს გორში დღეს დაკრძალავენ.

ცხედარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.


9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორში, ლიახვის ნაპირზე 25 ოქტომბერს იპოვეს. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.


ნებიერიძესთა დაკავშირებით კითხვები კიდევ ერთ ოჯახს აქვს. საუბარია, 11 წლის მოზარდზე, რომელიც 14 წლის წინ გაიტაცეს და აქაც ნებიერიძის სახელი ფიგურირებს.


დაკარგული ბავშვის დედა ამბობს, რომ ნებიერიძე მცირეწლოვნებთანნდობაში შედიოდა და დანაშაულს წინასწარი განზრახვით ჩადიოდა.


„როგორც ჩემი შვილის ჰყავდა მიჩვეული ეგ გოგონაც ეგრე მიიჩვია. მონახა სუსტი წერტილი. ჩემი შვილი ყველას ენდობოდა, მაგრამ თუ ახლოს არ იქნებოდა, არ გაჰყვებოდა. გამოიძიონ სად არის ჩემი შვილი, როგორ არის. სამუდამო პატიმრობაში უნდა ყოფილიყო ეგ“ - ამბობს დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე.


 

წყარო: რეზონანსი