ინდონეზიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 189-ვე ადამიანი დაღუპულია

  • pia.ge
  • 29 ოქტომბერი 17:09, 2018 წელი

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითნფრინავის ბორტზე მყოფი 189-ვე ადამიანი, სავარაუდოდ დაღუპულია.

როგორც DPA ინდონეზიელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, ამ დრომდე მაშველებს არ აქვთ იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ვინმე გადარჩა.


მისი თქმით, მაშველებმა რამდენიმე ცხედრის ფრაგმენტები იპოვეს.


არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის სამი ბაშვი იყო, მათგან ორი ახალშობილი.


ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 MAX აფრენიდან 10 წუთში ზღვაში ჩავარდა.


თვითმფრინავი შიდა რეისი ჯაკარტიდან სუმატრას კუნძულამდე უნდა შეესრულებინა.


ჯერჯერობით უცნობია რა გახდა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, თუმცა ინდონეზიის საგანგებო ვითარების არიდების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის სიახლოვეს საწვავის აფეთქებული ავზია ნაპოვნი.


ამასთან, ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად სრულიად გამართული იყო.


 


 


 


 





სრული ვერსიის ნახვა pia.ge