8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი

  • რეზონანსი
  • 26 ოქტომბერი 19:25, 2018 წელი

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ "პირველ არხს" მისმა ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილმა განუცხადა.

დაკავებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და მას უკვე შეხვდა საზოგადოებრივი ადვოკატი.


მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.


ბარლდებული უკვე გადმოიყვანეს თბილისში. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ამ წუთებში ადვოკატი ხვდება.


8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის კაცი წარსულში ნასამართლევია. გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე 8 წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.


მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. გოგონას ბაბუის თქმით, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.

წყარო: რეზონანსი