"მინდა მაპატიონ, თუ ვინმეს უნებლიედ რაიმე ვაწყენინე"

  • რეზონანსი
  • 26 ოქტომბერი 15:24, 2018 წელი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ხდება ხოლმე, რომ ხანდახან ადამიანებთან საუბრისას ხისტ და მკვახე პასუხებს ვცემ ხოლმე. მინდა იცოდეთ, რომ შემდგომ ეს გაცილებით მეტ სულიერ ტანჯვას მაყენებს მე თავად, ვიდრე მათ ადრესატს, მაგრამ ალბათ ასე იმიტომ ხდება, რომ საკმარისზედაც მეტი არაადამიანური სახე მინახავს ამ წყეულ ცხოვრებაში...


მინდა მაპატიონ, თუ ვინმეს ასე უნებლიედ რაიმე ვაწყენინე და დარწმუნებული იყვნენ ჩემს კეთილგანწყობაში" - წერს ცოტნე გამსახურდია.

წყარო: რეზონანსი