რატომ ვერ შეთანხმდნენ პიანისტი თათია შარანგია და სალომე ზურაბიშვილი

  • რეზონანსი
  • 25 ოქტომბერი 13:13, 2018 წელი

პიანისტი თათია შარანგია, რომელსაც ონლაინგადაცემა ,,სთორი” მიჰყავს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ვერ შეთანხმდნენ და გადაცემა ჩაიშალა.

"ჩვენ დავაანონსეთ, რომ “სთორი” წარადგენდა პრეზიდენტობის ყველა ძირითად კანდიდატს და მათი ცხოვრების ისტორიის გარდა, დასვამდა კითხვებს ყველა იმ თემაზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს. "სთორიმ" უმასპინძლა ზურაბ ჯაფარიძეს, დავით უსუფაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს.


ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნამდვილად იყო სურვილი და თანხმობა "სთორიში" სტუმრობის, მაგრამ ვთვლი, რომ რიგ პრინციპულ შეკითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს ქართველ საზოგადოებას, პასუხი ამომწურავად უნდა მიგვეღო – ვერ შევთანხმდით.


ჩემთვის კი, როგორც რიგითი ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავსვა შეკითხვები, რომლებიც ეხება ჩემს ქვეყანას და მის მომავალს, რომლებზე პასუხების გარეშეც მე არ ვთვლი, რომ გადაცემა შედგებოდა" – დაწერა შარანგიამ.

წყარო: რეზონანსი