ზუგდიდის სოფელში კაცს მატარებელი დაეჯახა

  • pia.ge
  • 25 ოქტომბერი 12:25, 2018 წელი

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვთან შუა ხნის კაცს დაეჯახა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები ჯერ ვერ საუბრობენ.


შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge