ლენტეხი-ბავარის გზა მდინარის ადიდების გამო ჩაიკეტა

  • pia.ge
  • 25 ოქტომბერი 11:55, 2018 წელი

ლენტეხი- ბავარის გზაზე მდინარის ადიდების გამო მოძრაობა აიკრძალა.

როგორც "პირველს"  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრდან აცნობეს, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე ადიდებული მდინარე  გადმოვიდა  გზის  სავალ  ნაწილზე,  რის  გამოც,  აღნიშნულ  მონაკვეთზე  ყველა  სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.


ამავე გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.


ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge