ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად არ აირჩიეს

  • pia.ge
  • 24 ოქტომბერი 16:30, 2018 წელი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერის თანამდებობაზე დეპუტატებმა არ აირჩიეს.

ფაშინიანის კანდიდატურის დასახელება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მიზნად კონსტიტუციის მიერ დადგენილ ნორმას ემსახურება, რომელიც საჭიროა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისთვის. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატებს ფაშინიანი არ უნდა აერჩიათ.


როგორც ადრე იყო გაცხადებული, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრაში ასევე არ მონაწილეობდნენ „დაშკანცუტუნის“ ფრაქცია და ცარუკიანის ბლოკი. ფრაქცია „ელკმა“ კი, რომელმაც ფაშინიანის კანდიდატურა დააყენა, თავი შეიკავა.


განმეორებითი კენჭისყრა 1-ელ ნოემბერს ჩატარდება. ამ დღესაც ფაშინიანი არ უნდა იქნას არჩეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, ამის შემდეგ პარლამენტის დათხოვნის აუცილებლობა დადგება და დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტოა რჩევნები.


სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები პარლამენტის დათხოვნიდან არა უგვიანეს 45 დღისა ინიშნება.


არჩევნების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი ასახელებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge