"ქვეყანა, სადაც ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ, როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!

  • რეზონანსი
  • 24 ოქტომბერი 16:11, 2018 წელი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში  მორიგ პოსტს აქვეყნებს. 

„ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ, სადაც რელიგიას ნიღბად იყენებენ, აგრესიას ლიბერალიზმში მალავენ, ერთმანეთი სძულთ, რწმენა ქვების გროვა ჰგონიათ, ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებენ, ქველმოქმედებას მოჩვენებით ეწევიან, ბოროტებას გულისტკივილს უწოდებენ, მეგობრობა დაუსრულებელი ქილიკი ჰგონიათ, მოკლულს თვითმკვლელობას აბრალებენ, მონობას მორჩილებას არქმევენ, თავისუფალ აზრს მტრობაში გითვლიან, გარეწარს გმირის ტიტულს ანიჭებენ, ენის მიმტანს ერთგულებას ეფიცებიან, ფარისეველს აწინაურებენ, ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ-როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!" - წერს პეტრე კოლხი.

წყარო: რეზონანსი