ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს

  • რეზონანსი
  • 24 ოქტომბერი 14:37, 2018 წელი

ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს.

დღევანდელ ყრილობას 41 დელეგატი ესწრებოდა და ათაბეგაშვილს მხარი 40-მა ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.


როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ხელმძღვანელობით დაიწყებს ფედერაცია შემდეგი ტურნირებისთვის მზადებას. ის ასევე აპირებს იმ სპორტსმენებთან შეხვედრას, რომლებმაც დღევანდელი არჩევნების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. საარჩევნო ყრილობაზე სხვა კანდიდატებმა - დავით ხახუტაშვილმა, დავით ქევხიშვილმა, დავით ხახალეიშვილმა და გიორგი ალექსიძემ კანდიდატურები მოხსნეს.

წყარო: რეზონანსი