ქუთაისში მდინარის ფსკერი მოაბეტონეს

  • pia.ge
  • 24 ოქტომბერი 12:55, 2018 წელი

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ფსკერი კი მოაბეტონეს. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია.

"მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ჯებირების გამაგრება მესმის, მდინარის კალაპოტის გაწმენდა მესმის, მაგრამ მდინარის ფსკერის ბეტონით მოპირკეთება არა. აქ მთლიანად დაირღვევა ეკო-სისტემა. საავტომობილო გზა ან ველო- ბილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს."- აცხადებს ქუთაისის "საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.


ქუთაისის მერიაში საპასუხო კომენტარი რამდენიმე წუთში გაკეთდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge