საპირფარეშოში შეიყვანა და სახეში გაარტყა - მშობელი პედაგოგს ძალადობაში ადანაშაულებს

  • რეზონანსი
  • 21 ოქტომბერი 21:13, 2018 წელი

4 წლის ბავშვის დედა მარიკა ვაშაყმაძე ბათუმის კერძო საბავშვო ბაღის პედაგოგსა და დირექტორს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ მისი შვილი საბავშვო ბაღიდან სახლში ფიზიკური დაზიანებებით დაბრუნდა.


"გავხადე მაისური და აღმოვაჩინე, რომ ხელებზე აღმოაჩნდა თითების კვალი. როცა ვკითხე ბავშვს, რა მოხდა-მეთქი, მითხრა, რომ პედაგოგმა შეიყვანა საპირფარეშოში და სახეში გაარტყა, დირექტორს როცა დავურეკე, მან მითხრა, რომ ასეთი რამ არ მომხდარაო"- აღნიშნა მშობელმა.


რაც შეეხება დირექტორს, "რუსთავი 2"-თან ის აცხადებს, რომ მშობელი ცრუობს და ეჭვქვეშ აყენებს მის ფსიქიკურ მდგომარეობას.


შსს-მ საქმე ძალადობის მუხლით აღძრა.

წყარო: რეზონანსი