55 საოცრად სახალისო იმერული სიტყვა - აუცილებლად ნახეთ

  • რეზონანსი
  • 21 ოქტომბერი 21:06, 2018 წელი

ცნობილი იმერული იუმორი კარგად სჩანს კუთხურ დიალექტშიც. "ქუთაისი პოსტმა" ის იმერულ სიტყვები შეკრიბა, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ, მაგრამ აუცილებლად გაგახალისებთ.

1. ამოიდუგა, ამოითაქა - როცა ვინმეს განადგურებას უსურვებენ.


2. ატრუებული - შარზე მყოფი ადამიანი.


3. ამაწიკიე - ამაწევიე.


4. აბოჭე - აკრიფე.


5. უყლუწუნებს - სვამს.


6. ბონძღი - სასაცილო.


7. ბურჭალობს - ეძებს.


8. გაპიპინებული - პირთამდე სავსე.


9. გამობლუწუნებული - მთვრალი.


10. გადაიგლიჯინა - გადაირბინა.


11. გადუდღნული - გაჭუჭყიანებული.


12. გამოვსისტიკინდი - ბევრი ვჭამე.


13. გაითხლიშა - ბევრი დალია.


14. გადასკვინტილებული - ხელფეხ გადაჯვარედინებული.


15. გააცუცურაკა - მოატყუა.


16. გაბღენძილი - მედიდური.


17. გადაცხინკილება - დაცემინება/ლუკმის გადაცდენა.


18. გადავიხლიწინე - ჩქარა გადავირბინე.


19. გასკვანჩული - შეკრული/გაკრული.


20. გამოსკვანჩული - საგულდაგულოდ გაპრანჭული. 


21. გაიძუძგა, მოძუძგე - გაიპარა, აბა გამასწარი.


22. გავისესე - დავნაყრდი.


23. გამოიშვინტილებს - გამოიფხიზლებს.


24. დაკვინტრიშებს - დახტის.


25. დაკუნტული - წელში მოხრილი.


26. დაფსხლიკული - დაბალი, პატარა.


27. დაიყანთრება - აქეთ იქეთ დადის.


28. დაუქიქინა - ნიავმა დაუბერა.


29. დავეძნეყვე - დავეცი.


30. დაბაჩუნობს - რბილად დადის.


31. დაპიწკინებული - კარგად შემწვარი.


32. დაკვარკვალიტებული - დაგრეხილი.


33. დაფოთიალობს - ეძებს.


34. დაიჯღვარკება - უშნოდ დადის.


35. დაიპარჭყება, დაიკვანწება - ზედმეტად გაპრანჭულად დადის.


36. დაგჟვერავ - გცემ.


37. დაიღვრიჭინა - დაიბანა.


38. თაქი - ჩხუბი.


39. ზმურტლიანი - ბინძური, ჭუჭყიანი.


40. მოკვარახჭინება - საქმის მოგვარება.


41. თხლეშა - ძლიერი წვიმა.


42. კვახი - გოგრა.


43. ლაქი-ლუქა - ტყუილებით, ამაოდ მოლაპარე.


44. მოყირჭებული - ყელში ამოსული.


45. რავა - როგორ.


46. სირისტიანი - ნესტიანი, ან და ხშირად მოავადე ადამიანი.


47. ქენქერა - დაბნეული.


48. კინკილა - ერთი ცალი, ერთი, მარტოსული.


49. პელენწუკა - უგემოვნო ადამიანი.


50. ჩეიკუნცხე - ჩაიცუცქე.


51. დაქექილი - მოხერხებული ადამიანი.


52. წიწკვი - გამხდარი.


53. უტიე - აცადე, გზა უთმე.


54. საცხა - სადღაც.


55. რაცხა - რაღაც.

წყარო: რეზონანსი