ოკაცეს კანიონი დროებით დაიხურა

  • pia.ge
  • 21 ოქტომბერი 16:44, 2018 წელი

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონი დაიხურა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.


"დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ.დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით."- აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს facebook-ის გვერდზე.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge