ქეთი კიკნაძე თაკო ჩარკვიანს: ,,გაიძახი, ხალხი მშიერიაო, დააპურე შენს კაფეებში, რესტორნებში…”

  • რეზონანსი
  • 21 ოქტომბერი 13:03, 2018 წელი

მსახიობი ქეთი კიკნაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანზე წერს:

,,ჩემო კარგო, უმადურობა დიდი უბედურებაა. სიცოცხლეს რომ გაჩუქებს ადამიანი, რა თქმა უნდა ,მადლობა აქ ცოტაა...


ადამიანი ცხოვრების ბოლომდე რომ დაგაფინანსებს, გიმკურნალებს და შენს ძმას ფეხს შეუნარჩუნებს, შემდეგ კი შენ მის წინააღმდეგ იბრძვი, რა ჰქვია ნეტა ამას - სახელი თვითონ დაარქვი... მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი?! შენს რაშს ამოსდე ლაგამი. ყველაფერი გაწირე?! გაიძახი, ხალხი მშიერიაო, - შენ გაქვს კაფეები, რესტორნები, სასტუმროები... ერთი დღე გაუღე კარები და დააპურე, მხოლოდ ერთი დღე".

წყარო: რეზონანსი