ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ბაღაფშის ძეგლს დადგამენ

  • pia.ge
  • 20 ოქტომბერი 16:51, 2018 წელი

სოხუმში სერგეი ბაღაფშის, ფაზილ ისკანდერის და ომის დაწყების ამსახველ ძეგლებს დადგამენ. ინფორმაციას “აფსნიპრესი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ვალერი ბგანბას მიერ მოწვეულ სხდომაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების კომისიამ მიიღო.


ამავე ინფორმაციით, გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის“ ბიუსტი სოხუმსა და ოჩამჩირეში დაიდგმება.


გარდა ამისა, კომისიამ მოიწონა მწერალ ფაზილ ისკანდერის ძეგლის პროექტი, რომელიც მოქანდაკე ვიტალი ჯენიამ შექმნა. ის ასევე, სოხუმში, სავარაუდოდ 2019 დაიდგმება.


ამასთან, დამტკიცდა მოქანდაკე რუსლან გაბლიას მიერ შექმნილი მემორიალური კონსტრუქციის პროექტი, რომელიც „აფხაზი ხალხის სამამულო ომის დაწყებას“ ასახავს. მონუმენტი, სავარაუდოდ, სოხუმში, წითელ ხიდთან განთავსდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge