"ფეხებზე მკიდია არჩევნები და მეკიდება ყოველთვის, ჩემი პრეზიდენტი გლდანის სასაფლაოზეა"

  • რეზონანსი
  • 19 ოქტომბერი 16:11, 2018 წელი

ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი მისი შვილის მკვლელების დასჯაა და არა არჩევნებში ვინმეს მხარდაჭერა:

"2017 წლის პირველი დეკემბრიდან ვიძახი მკვლელები გარეთ დადიანთქო და დღეს კიდე ურცხვად მაბრალებთ არჩევნების გამო ვდგავარ აქ.


ფეხებზე მკიდია თქვენი არჩევნები და მეკიდება ყოველთვის. ჩემი არჩევანი და ჩემი პრეზიდენტი გლდანის სასაფლაოზეა.


გონს მოდით და პასუხისგებაში მიეცით ყველა დამნაშავე თუ კიდევ ნამუსი შეგრჩენიათ. ვიმეორებ ფეხებზე მკიდია თქვენი არჩევნები და თქვენი სკამები“ - წერს ზაზა სარალიძე.

წყარო: რეზონანსი