აშშ-ს ავიამზიდს Ronald Reagan-ს ვერტმფრენი დაეცა

  • pia.ge
  • 19 ოქტომბერი 11:42, 2018 წელი

ფილიპინების ზღვაში მცურავ ამერიკულ ავიამზიდ Ronald Reagan-ს ვერტმფრენი MH-60 Seahawk დაეცა.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენისთანავე დაეცა.

ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ავიამზიდი ამოცანების შესრულებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge