ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვების ინტოქსიკაცია მოხდა

  • pia.ge
  • 18 ოქტომბერი 14:33, 2018 წელი

ქუთაისის, ე.წ. ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ სკოლაში ბავშვების ინტოქსიკაცია მოხდა.

ინტოქსიკაცია 7-მა ბავშვმა მიიღო.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა მოწამლული ბავშვები ქუთაისის იტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.


ბავშვების ინტოქსიკაციის ორი ვერსია განიხილება: ბუნებრივი აირი, ან წყალი.


"პირველს" სასწრაფო დახმარების ბრიგადაში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოში შვიდი ბავშვია გადაყვანილი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge