"გამშრალი ვიჯექი… გაქვავებული… ხმასაც ვერ ვიღებდი"

  • ალია
  • 18 ოქტომბერი 11:04, 2018 წელი

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  სოციალურ ქსელში  პოსტს წერს. 

“…მახსოვს როგორ დავრჩი გაოგნებული… გული მქონდა დამძიმებული,.. როგორი შეყვარებული ვიყავი არადა საკუთარ საქმეზე – ტელევიზიაზე. გამშრალი ვიჯექი… გაქვავებული… ხმასაც ვერ ვიღებდი… და დღემდე ვერ ვიღებ… მაშინ შევუერთდი უმუშევართა არმიას და დღემდე არ ვიცი რატომ?.. თუმცა, ვინ იცის… საშინელებაა…”


თავის დროზე მაკა რაზმაძე ტელეკომპანია “იბერია”-ს სახე იყო, თუმცა, ის, ამავე არხის წარმომადგენლებმა სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს, მიზეზი უცნობია. მან 2 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი სამსახურიდან დაითხოვეს და ამის შესახებ “ორსიტყვიანი სმს-ით” აცნობეს.


“დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ, აქ აღარ მუშაობო… ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე…”– დაწერა რაზმაძემ.


ჟურნალისტი ახლა უკვე ტელეკომპანია “იმედში” მუშაობს, ის გადაცემის “სიცრუის დეტექტორი” აღმასრულებელი პროდიუსერია, რომლის წამყვანი გიორგი გასვიანია.


ტელეკომპანია იბერიას “ომეგა-ჯგუფი” ფლობს. ტელეკომპანია 2000 წელს დაარსდა, 2004 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობა განაახლა.


გუშინ კი არხმა ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა კვლავ შეწყვიტა.

წყარო: ალია