შეიქმნა ავტომობილი, რომელიც მარილიან წყალზე მუშაობს

  • რეზონანსი
  • 18 ოქტომბერი 10:20, 2018 წელი

ევროპულმა კომპანია NanoFlowcell დაამზადა მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელიც მარილიანი წყლის ბაზაზე შექმნილ საწვავზე მუშაობს.

ამჟამად დამზადებულია პირველი, საცდელი ნიმუში, თუმცა ქარხნულ წარმოებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი.


ამ ეტაპზე მანქანა, სახელად Quant e-Sportlimousine უკვე მიიღო გერმანიაში ზოგადი დანიშნულების გზებზე გადაადგილების უფლება, თავად კომპანია  კი გამოგონების მასშტაბური ცდებისთვის ემზადება.


რევოლუციური ავტომობილის  სიჩქარე აღწევს ს 100 კმ/სთ-ს 2,8 წამში, ხოლო ერთი საწვავი ელემენტი  600 კილომეტრზე ჰყოფნის.


ტერმინი „მარილიანი წყალი“ არ გულისხმობს ჩვეულებრივ მარილიან წყალს, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ ზღვაში. სპეციალურ რეაქტორში მზადდება სხვადასხვა ლითონის მარილების ხსნარი, რომელიც გამოიყენება როგორც ელექტროლიტი.


ამ საწვავ ელემენტებში ხდება რთული ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგადაც გამომუშავდება ელექტროობა. თავის მხრივ ის აკუმულირდება სპეციალურ კონდენსატორებში, საიდანაც მიეწოდება ოთხ ელექტროძრავს.

წყარო: რეზონანსი