მესტიაში ჯომარდობისას ტურისტი დაიღუპა

  • pia.ge
  • 17 ოქტომბერი 18:05, 2018 წელი

მესტიაში, ჯომარდობისას უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


მესტიის მერიის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge